ბიძინა ივანიშვილი vs Credit Suisse
ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა - მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოებში სამოქალაქო დავები მოიგო, ირკვევა, რომ ფონდები თანხების გადმორიცხვას ბლოკავენ და ივანიშვილის აქტივებს ამ დრომდე აკონტროლებენ. ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ - ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოებში მიმდინარე სამოქალაქო დავებთან დაკავშირებით ივანიშვილის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას, მოსარჩელეების სასარგებლოდ, 607 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა დაეკისრა, სინგაპურის სასამართლომ კი ზიანის ანაზღაურება 926 მილიონი ამერიკული დოლარით განსაზღვრა. ამავე განცხადებაში საუბარია უკანონო დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილ აქტივებსა და ხელოვნურად გაჭიანურებულ სასამართლო პროცედურებზე
