რეკორდული სიცხე აშშ-ში
ტეხასში გაუსაძლის სიცხეს უკვე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამერიკის შეერთებული შტატების 100 მილიონზე მეტი მოქალაქე ჰაერის უკიდურესად მაღალი ტემპერატურის გამო გააფრთხილეს, რომ სახლიდან გასვლას მოერიდონ. კალიფორნიის უდაბნოში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 53 გრადუს ცელსიუსს გადააჭრბა. გაუსაძლისი სიცხეა ფლორიდისა და ნევადის შტატებშიც. უჩვეულოდ მაღალ ტემპერატურასთან ერთად სამხრეთ დაკოტისა და ვაიომინგის შტატების ცალკეულ რეგიონებში ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი მნიშვნელვნად გაუარესდა. რაც კანადაში მძვინვარე ტყის მასშტაბურმა ხანძარმა გამოიწვია
