პროტესტი ისრაელში
ისრაელში კვლავ სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ. დემონსტრაციები დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაგეგმილი. თელ-ავივში საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო. აქციის მონაწილეები ისრაელის დიდ ქალაქებში სარკინიგზო სადგურების გადაკეტვას გეგმავენ. სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. აქტივისტები აცხადებენ, რომ ახალი კანონმდებლობით, უიზენაესი სასამართლოს ძალაუფლება დასუსტდება და ქვეყნის პარლამენტს მოსამართლეთა დანიშვნაზე მეტი კონტროლი მიენიჭება
