პუტინის გადაწყვეტილება
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლით რუსეთი 400 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ მოსკოვის მიზანი ხალხის შიმშილით დახოცვაა. ერმაკი წერს, რომ რუსეთს დასავლეთის დასასუსტებლად ლტოლვილთა ახალი ნაკადი სჭირდება. შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ რუსეთი განაგრძობს საკვების იარაღად გამოყენებას. მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილება დაგმო ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კრემლს მარცვლეულის შეთანხმების სწრაფად აღდგენისკენ მოუწოდა. ბაიდენის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ შტატები უკრაინიდან მარცვლეულის გასატანად სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
