განათლების მინისტრის ვიზიტი უნგრეთში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, რომელიც უნგრეთის ზოგადი განათლების სფეროს ხელმძღვანელობს. გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა შანდორ პინტერს საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი მჭიდრო და ნაყოფიერი პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება
