„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
დაახლოებით ერთი საათია, რაც „ნაციონლაური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყებამდე პარტიის ლიდერებმა განმარტეს, განხილვის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ასევე დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადანაწილდება პარტიული თანამდებობები, თუმცა მედიის კითხვის საპასუხოდ აზუსტებენ, რომ არ იმსჯელბენ პარტიიდან მელიასა და მისი გუნდის წევრების გარიცხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ „ნაცმოძრაობაში“ დიდი დაპირისპირება გრძელდება
