სტიქია კახეთში
ყვარელსა და ლაგოდეხში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ადგილზე იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორი. გიორგი ალადაშვილი ორივე მუნიციპალიტეტის მერებს შეხვდა და სტიქიის ზონებში არსებულ ვითარებას გაეცნო. გაეცნო. შემუშავდა სამოქმედო გეგმა. ამ ეტაპზე ყვარლის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 700-მდე აბონენტი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, სრულად გაიწმინდა გზები. შეგახსნებთ გვიან ღამით ძლიერმა ქარმა და სეტყვამ რეგიონის ორი მუნიციპალუტეტი- ლაგოდეხი და ყვარელი დააზარალა. ყვარელში დასეტყვილია ვენახების ნაწილი ქინძმარულის ზონაში და საზამთროს ბაღები. ლაგოდეხში კი რამდენიმე სოფელში ქარმა 50-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა
