ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო
ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ბელგიის მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის ვებგვერდზე განახლებულ სიაში საქართველო აღარ არის და განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება კომისრის მოსაზრებას ეფუძნება. მანამდე პარტნიორი უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო ალბანეთთან, სერბეთთან, კოსოვოსთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ინდოეთთან ერთად იყო
