ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ლაშა კალანდაძე განცხადებას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ - ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოებში მიმდინარე სამოქალაქო დავებთან დაკავშირებით ივანიშვილის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას, მოსარჩელეების სასარგებლოდ, 607 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა დაეკისრა, სინგაპურის სასამართლომ კი ზიანის ანაზღაურება 926 მილიონი ამერიკული დოლარით განსაზღვრა. ამავე განცხადებაში საუბარია უკანონო დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილ აქტივებსა და ხელოვნურად გაჭიანურებულ სასამართლო პროცედურებზე
