ტყის ხანძარი საბერძნეთში
საბერძნეთში ტყის ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს ერთ- ერთ კურორტზე მოედო. სტიქიის გამო საზაფხულო ბანაკიდან 1 200 ბავშვის ევაკუაცია გახდა საჭირო. ძლიერი ხანძარია ასევე ქალაქ კოუვარასთან. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს. რის გამოც ახლომდებარე დასახლებების მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.
