აშშ პუტინს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს
უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ქვეყანასთან მოლაპარაკებას გეგმავს შეერთებული შტატები. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთნხმების შეჩერებას გამოეხმაურა სახელმწიფო მდივანიც. ენტონი ბლინკენმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთი სურსათს იარაღად იყენებს.
