უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია
წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი დევნა ოთხი ადამიანის მიმართ დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ნახევარი მილიონი ლარის ხის მასალის უკანონო რეალიზაცია მოახდინეს.
