საფეხმავლო ბილიკები
სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთში 2 საფეხმავლო ბილიკის მონიშვნა დაასრულა. პირველი ბილიკი ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის სიახლოვეს იწყება და ერთმანეთთან აკავშირებს ქუთაისს სათაფლიის აღკვეთილსა და სოფელ გუმათს. მეორე ბილიკის მარკირება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ზარათში ჩატარდა. ის ზარათის ჩანჩქერამდე მიდის.
