თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოში მომხსენებელთა ჯგუფის თავმჯდომარეა
თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გარემოს დაცვის მომხსენებელთა ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს. ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩს 46-ე ქვეყნის წარმომადგენელმა ერთხმად მხარი დაუჭირა. ამ თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილი 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით იმუშავებს.
