ოკუპანტების იერიში
გადავინაცვლოთ უკრაინაში - საოკუპაციო ძალებმა გამთენიისას მიკოლაევი დაბომბეს. რეგიონული მმართველობის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად, რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. ცნობები მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება. 40-მდე იერიში მიიტანეს რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქზეც.
