ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკ კოლეგას უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერს აბდულა არიპოვს დელეგაციასთან ერთად, მთაწმინდაზე ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული და კულტურული კავშირები არაფორმალურ გარემოში განიხილეს.
