წალენჯიხის საბავშვო ბაღებიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მერს სასამართლო დავა მოუგეს
გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. მოსამართლემ ბათილად ცნო საკონკურსო კომისიის ბრძანება. ასევე სასამართლოს განაჩენის მიხედვით, დასაქმებულები სამსახურში უნდა აღადგინონ და სავალდებულო განაცდური აუნაზღაურონ. ჯამში საუბარია საბავშო ბაღების 19 თანამშრომელზე.
