რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება ოფიციალურად დატოვა
რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება ოფიციალურად დატოვა. დოკუმენტი საერთაშორისო მასშტაბით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ითვალისწინებდა. დასავლელი პოლიტიკოსების განმარტებით, შეთანხმების გაუქმებით განვითარებად ქვეყნებში მილიონობით ადამიანს შიმშილი ემუქრება. ამის მიუხედავად , მოსკოვი გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, არსებული შეთანხმების გახანგრძლიების სანაცვლოდ საკუთარ პირობებს აყენებს.
