წყალმომარაგების შეზღუდვა
18 ივლისს დღის 12:00 საათიდან, 19 ივლისის საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: სამგორის რაიონში: ქინძმარაულის, წურწუმიას, ლორთქიფანიძის, ქიზიყის და მიმდებარე ქუჩებს; აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს; კრწანისის რაიონში კი ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს და მიმდებარე დასახლებებს. მიზეზი Ბურჯანაძის ქუჩაზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებული სამუშაოებია.
