თბილისის მერმა, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო პანდუსი დაათვალიერა
თბილისის მერმა, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო პანდუსი დაათვალიერა. ახალი პანდუსის მოწყობის შემდეგ, აქამდე მოქმედ პანდუსზე, საავტომობილო მოძრაობა გახდა ცალმხრივი და ავტომობილებს გადაადგილება შეუძლიათ სანაპიროდან გოთუას მიმართულებით. ახალი საავტომობილო გზა კი, განკუთვნილია გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელთათვის.
