ევროკავშირის ელჩი საქართველოში მიესალმება პოლონელი ექიმების საქართველოში ჩამოსვლას და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას
ევროკავშირის ელჩი საქართველოში მიესალმება პოლონელი ექიმების საქართველოში ჩამოსვლას და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, სრულად იყოს დაცული სააკაშვილის უფლებები. ელჩს იმედი აქვს რომ პოლონელი ექიმების ექსპერტიზა ხელს შეუწყობს პაციენტის მკურნალობას.
