გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეხმაურება
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისი-ნატახტარის მონაკვეთი ევროპული საერთაშორისო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და არ წარმოადგენს რუსეთთან დამაკავშირებელ გზას. საავტომობილო გზების დეპარტამენტი გავრცელებულ ინფრომაციას სიცრუეს უწოდებს.
