20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. უმცროს ბორჯღალოსნებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. ქართველმა მორაგბეებმა პლანეტის პირველობაზე მერვე ადგილი დაიკავეს, რაც ქართული რაგბისთვის ისტორიული შედეგია. „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინას და იტალიას მოუგეს, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ.
