„მთის დღეები“
მთის დღეები შოვში კოცონთან მოყოლილი ისტორიებითა და სიმღერებით დასრულდა. რაჭაში „მთის დღეების“ ღონისძიების გახსნას, პრემიერ-მინისტრი დაესწრო. პროგრამა გასართობ და მუსიკალურ ღონისძიებებსა და სპორტულ შეჯიბრებებს მოიცავდა. ცნობილმა მზარეულებმა, კი ტრადიციული კერძები მოამზადეს. მთის დღეები თუშეთში კონცერტით დასრულდა, რის შემდეგაც, სტუმრები და ფესტივალის მონაწილეები კოცონის გარშემო შეიკრიბნენ. მანამდე, კი მთელი დღის განმავლობაში ომალო მუსიკალური, კულინარიული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობების ეპიცენტრი იყო. თუშეთში ფესტივალს როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები ესწრებოდნენ.
