სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კიევში
ვოლოდიმირ ზეკლენსკი კიევში სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მასპინძლობს. შეხვედრაზე განიხილეს სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები. აღსანიშნავია, რომ უკარინაში ვიზიტამდე სამხრეთ კორეის ლიდერი ვილნიუსის NATO-ს სამიტზე და პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის საშუალებები განიხილა. კიევში უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას, კი აღნიშნა, რომ სეული უკარაინისთვის დახმარების სახით 150 მილიონ დოლარს გამოყოფს.
