ვითარება უკრაინაში
ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად 16 მაღალსართულიანი შენობა, ორი სასწავლო და ერთი სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა. დაშავდა სამი ადამიანი. ცნობას ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, კი ოპკუპანტებმა ზაპოროჟიესა და კიდევ რამდენიმე სოფელზე იერიში „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს. ზაპორიჟიეზე თავდასხმას რუსეთიც ეხმაურება და მომხდარში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვისა და სუმის ოლქებშიც.
