კლიჩკოს უკრაინის პრეზიდენტობა სურს
ვიტალი კლიჩკო მზადაა უკრაინის პრეზიდენტობისთვის კენჭი იყაროს. ამის შესახებ კიევის მერმა უკარნული გამოცემა „ლევი ბერეგისთვის“ მიცემულ ინტერვიაში განაცხადა. „თუ საჭირო იქნება ჩემი ცოდნა, ენერგია გამოცდილება რათა უკრაინა ევროპული ქვეყენა გავხადოთ, ამისთვის ყველაფერს გავეკეთებ, ყველაფერს გავიღებ“,- ასე უპასუხა ვიტალი კლიჩკომ ჟურნალისტის შეკითხვას, სურს თუ არა მას სახელმიფოს მეთაურობა. ამასთან კლიჩკომ აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვების გარეშე რაიმე სახის პოლიტიკური გეგმების დაანონსება არასწორია და იქვე დასძინა, რომ პრეზიდენტობობაზე მაშინ ისაუბრებს, როცა საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. კიევის მერის თქმით, პრეზიდენტობა დიდი პასუხისმგებლობა და მძიმე ტვირთია.
