პოლონელი ექიმების სკანდალი
პოლონელი ექიმის მიერ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის პალატიდან გატანის მცდელობას, ორი დღეა პოლიტიკურ სპექტრში განიხილავენ. საკითხზე კომენტარი გააკეთა პატიმრის დედამ. გიული ალასანიას თქმით, ამ ამბავში სკანდალური არაფერია. განმარტებებს ელოდებიან ოპოზიციაში. მმართველ გუნდში, კი აცხადებენ, რომ „ვივამედში“ მომხდარი ფაქტი, სააკაშვილის ჯანმრთელობის გარშემო დადგმული უნიჭო სპექტაკლის გაგრძელებაა.
