ოპოზიციის შეკრება კახეთში
იგეგმება თუ არა, ახალი პოლიტიკური გაერთიანება? კონსპირაციული შეკრება წინანდალში. „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი წევრები კახეთში იმყოფებიან. მათთან ერთად არიან გახარიას პარტიის წარმომადგელები, რომლებიც ხშირად საუბრობენ, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრებთან, საერთო არაფერი აქვთ. შეკრებას ესწრებიან „ლელოს“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებიც. ტელეკომპანია „იმედის“ კამერამ წინანდალში დავით კეზერაშვილის ტელევიზიის თანამშრომელი, მიშა მშვილდაძეც დააფიქსირა. კახეთშია ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც, რომელმაც „ქრონიკის“ ჟურნალისტს, კახა კუპატაძეს, სიტყვიერი შეუარცხყოფა მიაყენა. რა საკითხებზე საუბრობენ დახურულ შეხვედრაზე, უცნობია. ტელეკომპანია „იმედს“ გადაღების შესაძლებლობა არ მისცეს, თუმცა ოპოზიციასთან აფელირებული მედიებისთვის დახურული კარი გაიღო.
