საქართველომ ირლანდია დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა 20-წლამდე ნაკრებმა მე-13, მე-16 ადგილებისთვის შეხვედრაში ირლანდია 25-ქულიანი სხვაობით 92:67 დაამარცხა. ჩვენი ქვეყნის გუნდში საუკეთესოები სერგი ნინუა და გიორგი ოჩხიკიძე იყვნენ. ნინუამ 18 ქულა, ხოლო ოჩხიკიძემ 12 ქულა ჩააგდო, მათი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 20-ს გაუტოლდა. ქულების მხრივ ყველაზე შედეგიანი გიორგი მესხი გამოდგა, მის ანგარიშზე 19 ქულა და 8 მოხსნაა. საქართველოს ნაკრები მე-13 ადგილისთვის მატჩს დღეს, ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარებს და ამით კოტე ტუღუშის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ბე-დივიზიონში გამოსვლას დაასრულებს.
