სროლა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე
იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაულ დასახლებაში მომხდარი სროლისას ისრაელის სამი მოქალაქაქე დაიჭრა. გავრცელებული ცნობით, პალესტინელებმა ცეცხლი ებრაულ დასახლება თაკოას გაუხსნეს. ვითარება ახლო აღმოსავლეთის ამ რეგიონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ისრაელმა გასულ თვეში, ქალაქ ჯენინში ოპერაცია ჩაატარა, რომელიც პალესტინელი მებრძოლების წინააღმდეგ იყო მიმართული.
