პრემიერმა ამბროლაურში რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა
ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის რეაბილიტირებული სკვერი და მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. პრემიერის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ამბროლაურში სრულად განახლდა ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის პარკი და დათუნიკა სხირტლაძის სახელობის სკვერი. შენობებზე გამოიცვალა ვიტრაჟები, ფასადები, განახლდა ენერგოეფექტური მასალებით, დაიგო ქვაფენილი, დაემატა მწვანე ნარგავები, დამონტაჟდა სკამები და მოეწყო ერთი ღია ტიპის სცენა. მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
