ოპოზიციის შეკრება კახეთში
კონსპირაციული შეკრება წინანდალში. „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი წევრები, ასევე გახარიას, „ლელოს“ და რესპუბლიკური პარტიების ლიდერები, კახეთში იმყოფებიან. შეკრების ამსახველი ფოტო მასალა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელეს. ფოტოებში პარტიების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება, ბიზნესმენი თემურ ჭყონია. იგეგმება თუ არა, ახალი პოლიტიკური გაერთიანება და რა არის შეკრების მიზეზი? „ქრონიკამ“ სცადა წინანდალში შეკრებილებთან დაკავშირება, თუმცა ლიდერებს ამ თემაზე საუბარი არ სურთ. ერთადერთი ვინც „ქრონიკის“ შეკითხვებს უპასუხა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ტარიელ ნაკაიძეა. მან უარყო პოლიტიკურ გეგმებზე მსჯელობა, თუმცა აღნიშნა, რომ შეხვედრა, უმცირესობების საკითხს ეხება.
