თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მამუკა შაქარაშვილი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკვა.
