წყალდიდობა ჩინეთში
მსხვერპლი მოჰყვა წყალდიდობას ჩინეთის სამხრეთ დასავლეთ პროვინციებში. სტიაქიამ ჩონგინგის მუნიციპალიტეტში 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. სიჩუანის პროვინციიდან ევაკუირებულთა რიცხვი 40 ათასს აღემატება. ჩინეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მომდევნო დღეებში ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი ჩრდილოეთ ჩინეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში.
