ქალაქ ჰემპტონში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
ჯორჯიის შტატის ქალაქ ჰემპტონში მასობრივი სროლის დროს სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. დამანაშავის ვინაობა ცნობილია. ის 40 წლის ანდრე ლონგმორია. პოლიციის ინფორმაციით მან ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა და სამი მამაკაცი და ერთი ქალი მოკლა. სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ნებისმიერი ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით 10 ათასი დოლარია დაწესებული.
