ისრაელში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება
ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდგე საპროტესტი გამოსვლები გრძელდება. ათი ათასობით ადამიანი ჯერ თელ-ავივის ქუჩებში შეიკრიბა, შემდეგ კი საპროტესტო აქციას დემონსტრანტები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუერთდნენ. მათ შორის სამედიცინო ასოციაცია, რომელიც ისრაელის ექიმების 90%-ს წარმოადგენს. მასობრივი საპროტესტო აქციები იანვარში დაიწყო, როცა, თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ნეთანია ჰუს მთავრობამ სასამართლო რეფორმის გეგმა წარადგინა. შეგახსენებთ, პარლამენტმა მიმდინარე კვირის დასაწყისში მხარი დაუჭირა სასამართლო რეფორმის ძირითად ნაწილებს, თუმცა კანონპროექტმა დასამტკიცებლად კიდევ ორი კენჭისყრა უნდა გაიაროს.
