სამმხრივი შეხვედრა ბრიუსელში
აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდნენ. 3-საათიანი აუდიენციის ფარგლებში ლიდერებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონოდ ბლოკირების შედეგად გაღრმავებული კრიზისი. სამმხროვი შეხვედრისას შარლ მიშელმა აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდა, თავი შეიკავონ „ძალადობისა და მკაცრი რიტორიკისგან“.
