შალვა პაპუაშვილი ენგურის ხიდზე და ფახულანში იმყოფებოდა
შალვა პაპუაშვილი დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ენგურის ხიდზე იმყოფებოდა, სადაც ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას გაეცნო. საქართველოს პრალამენტის თავმჯდომარე პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანსაც სტუმრობდა, სადაც გამყოფ ხაზთან ცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და მათ საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინა
