„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები
„ქართული ოცნების“ მარნეულის ორგანიზაციას, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე უხელმძღვანელებს. დღეს კონფერენციები გაიმართა ასევე ბოლნისსა და დმანისში, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს. ბოლნისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი. დმანისის ორგანიზაციას მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი უხელმძღვანელებს
