44 ევროდეპუტატის წერილი - გამოხმაურებები
„მივიღე 44 ევროპარლამენტარის მიერ გამოგზავნილი წერილი, წავიკითხე და სამწუხაროდ, ვერცერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. მისი განცხადებით, წელიწადზე მეტია, რაც ეს ევროპარლამენტარები მონაწილეობენ იმ დეზინფორმაციულ კამპანიაში, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ სააკაშვილთან დაკავშირებით, თითქოს მას არ მიეწოდება სათანადო სამედიცინო მომსახურება, თითქოს ის მოწამლეს ან აწამეს. ამ თემაზე ისაუბრა დღეს საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და „ქართული ოცნების“ თვამჯდომარემ ირაკლი კობახიძემ
