ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს, რომელიც განსაკუთრებულად ზუგდიდში აღინიშნება. მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანა. მოეწყო ტრადიციული მსვლელობა, რომელსაც სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოსული მრევლი შეუერთადა
