პრემიერი საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძებაზე
„დიდი სიხარულით მოგმართავთ ყველას ამ ეროვნულ დღესასწაულზე 14 ივლისს, რომელიც აღნიშნავს საფრანგეთის თავისუფლებას, თანასწორობას, ძმობასა და ერთიანობას“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ამაყობს საფრანგეთის რესპუბლიკასთან სანდო, მჭიდრო და ხანგრძლივი პარტნიორობით
