არშემდგარი ამბოხი რუსეთში
რუსეთში არშემდგარი ამბოხის შემდეგ ვლადიმერ პუტინისა და „ვაგნერის“ მეთაურებს შორის კრემლში შემდგარი შეხვედრის ახალი დეტალები გასაჯაროვდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვაგნერელებს სხვა მეთაურის სარდლობით სამხედრო სამსახურში დარჩენა და დასაქმების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, რაც პუტინის თქმით, მხოლოდ ევგენი პრიგოჟინმა გააპროტესტა. ამ დრომდე უცნობია, როგორც პრიგოჟინის ადგილსამყოფელი, ასევე შეიარაღებული დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლების დისლოკაციის ადგილი.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
