პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. მას გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენიც ესწრებოდნენ. სხდომაზე ქვეყნის საინვესტიციო პერსპექტივები განიხილეს და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
