მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ახალი კამპანია
44 ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ის საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს. ევროდეპუტატები განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერის სახელზე ავრცელებენ. ისინი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ამ განცხადების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ უკრაინის რადაში მიმართვის პროექტს 285-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მიმართვის მთავარი ადერსატი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.
