მოახერხებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" 2024 წლისთვის მოკავშირეების პოვნას
მოახერხებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” 2024 წლისთვის მოკავშირეების პოვნას, ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე მათი თანამოაზრე მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელია“. კონსულტაციები მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, ნაციონალურმა მოძრაობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელოს. ამ ორი პარტიის თანამშრომლობას ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები სკეპტიკურად უყურებენ. „ქართული ოცნების“ ლიდერები კი აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ნაციონალური მოძრაობა და „სტრატეგია აღმაშენებელი“ რეალურად ერთი პარტიაა.
