ვითარება უკრაინაში
რუსული არმია უკრაინის ქალაქებს კამიკაძე დრონებით უკვე ზედიზედ მეოთხე დღეა უტევს. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით 17 დრონიდან 16-ის განადგურება შეძლეს. აფეთქებების ხმა ისმოდა კრივი რიჰში, სადაც დრონმა ადმინისტრაციული შენობა და ახლო მდებარე საცხოვრებელი სახლები დააზიანა. პარალელურად, უკრაინის არმია კონტრიერიშებს განაგრძობს აღმოსავლეთის ფრონტზე. სადაც ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ ბახმუტია.
