შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული პატიმრობაში რჩება
შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბათუმის საქალაქო სასამრთლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუფარდა. არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინებით, პროცესი მედიისთვის დახურული იყო. 40 წლამდე მამაკაცი ორი დღის წინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემზარავი ფაქტის შესახებ მოზარდმა მეგობარს უამბო, რომელმაც საგამოძიებო ორგანოს მიმართა. 13 წლის გოგონას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
