მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ახალი კამპანია
44 ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს. ევროდეპუტატები საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერის სახელზე განცხადებას ავრცელებენ. უცხოელი დეპუტატებისგან შემდგარი ჯგუფის წევრები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას და სათანადო სამედიცინო დახმარებაზე აკეთებენ აქცენტს. განცხადების პარალელურად მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ უკრაინის რადაში მიმართვის პროექტი დარეგისტრირდა. მთავარი ადერსატი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
